"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო სიის ნაწილი წარადგინა. საარჩევნო სია საზოგადოებას პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააცნო.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა თმოგვისა და ნაქალაქევის სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვარძიისა და წუნდის ტერიტორიაზე მესხური ვაზის 400 ნერგი დარგეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტს ურჩევს, "საკონსტიტუციო სასამარლოს შესახებ" კანონში შესატან ცვლილებას ვეტო არ დაადოს.
მისი თქმით, უმრავლესობამ არა პოლიტიკური, არამედ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო.
2016 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 214.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.0 პროცენტით (3.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
ლეიბორისტული პარტია ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
დღეს, საქართველოს ტერიტორია ტანკების "სიმცირეს არ უჩივის". დიახ, გარდა ქართული არმიის ტანკებისა, ამჟამად ქვეყანაში იმყოფებიან რუსული და ამერიკული ტანკები, ოღონდ, მათ შორის "ერთი პატარა განსხვავებაა", რომ რუსული ტანკები საოკუპაციოა, ხოლო ამერიკული ტანკები ქართველ სამხედროებთან ერთად ორკვირიანი წვრთნის ფარგლებში ("ღირსეული პარტნიორი") იმყოფებიან ჩვენს მიწაზე.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსი პეტრიაშვილი ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან.
"მურუსიძე არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი, ეს ვირუსია, რომელიც თავის გარშემო ბევრ მურუსიძეს გულისხმობს. ეს ყველაფერი დაიწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ", რაც ახალმა ხელისუფლებამ შეისრუტა და კიდევ უფრო გააღვივა," აღნიშნული განცხადება პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა, ქვეყნის დატოვება შესაძლოა, 3 მილიონამდე ევროპელს მოუწიოს, - "ტელეგრაფის" ცნობით, აღნიშნული განცხადება შოტლანდიის გენერალურმა პროკურორმა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, რიჩარდ კინმა პარლამენტში გამართულ დებატებზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.