ბრიუსელის მაელბეკის მეტროსადგურში მატარებლებმა მუშაობა სრულად განაახლეს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.

სრულად...

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. მათ საგანგებო ანგარიში მოამზადეს, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს გააცნობენ.

სრულად...

საქართველოს ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს ევროპულ ოჯახში და ვიზალიბერალიზაცია ამის ერთ-ერთი გამოხატულება იქნება, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ გააკეთა.

სრულად...

ძალიან გული მტკივა, რომ არჩევნების წინ დღევანდელი ხელისუფლება არ არის ისეთი წარმატებული, როგორც გვინდოდა, მაგრამ  ვერ დავეთანხმები IRI-ს მონაცემებს - ასეთი პასუხი გასცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

სრულად...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი არჩევნების ჩატარების ვადებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხუთთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხი მოლაპარაკებებით მოგვარდება.

სრულად...

იდეალური არაფერია, მაგრამ ისეთ რამესაც ვერ დავიბრალებთ, რასაც გვაბრალებენ, - განაცხადა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ.

სრულად...

მოსამართლეთა შესარჩევი ტესტების შესაძლო გამჟღავნების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე დაიკითხა. 

სრულად...

ნადეჟდა სავჩენკო სამშობლოში, შესაძლოა, უახლოეს კვირებში დაბრუნდეს, - უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება პეტრო პოროშენკომ გააკეთა.

სრულად...

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 150-მდე სამხედრო მოსამსახურეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ასევე დასავლეთ სარდლობის სარდალი პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დახვდა.

სრულად...

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში დაუყოვნებლივ ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან  ინტერვიუში ისაუბრა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი