შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის ჩამოგდების შედეგებისთვის მოუმზადებლობა და შემდგომი წარუმატებელი პერიოდი მისი პრეზიდენტობის ყველაზე დიდი შეცდომა იყო, თუმცა ამის მიუხედავად ლიბიაში ინტერვენცია "მართებულად გადადგმული ნაბიჯი" იყო.
კვირის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, 12-13 აპრილს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ იწვიმებს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი, შესაძლოა, ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიკავოს.
საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რუსეთის ვიზებზე მოთხოვნის გაზრდის გამო, მოსკოვი შვეიცარიას სთხოვს გაზარდოს რუსეთის საკონსულოს თანამშრომელთა რაოდენობა თბილისში.
"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პროკურატურას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ "ოფშორულ ზონებში მილიარდიანი კომპანიების გადამალვის ფაქტზე" სისხლის სამართლის საქმის აღძვრისაკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის მიმართვას აპირებს.
ცხინვალი არის ოკუპირებული ტერიტორია და ყველა პროცესი, მათ შორის ე.წ. რეფერენდუმი არის არალეგიტიმური, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა.
ვფიქრობთ, საჭიროა, მეტი ინვესტიციები საქართველოში, უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და უფრო მეტი ინტერესის გამოჩენა საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი, - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრმა.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (11აპრილი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0086 პუნქტით გამყარდა.
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ფრაქციისთვის სახელწოდების ცვლილებას პროცედურულ საკითხს უკავშირებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ჩალაუბანში 4 კმ-იანი რეაბილიტირებული გზა დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.