დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ ქამერონმა თემთა პალატაში გადასახადებზე გამჟღავნებული ინფორმაციის შესახებ 11 აპრილს განცხადება გააკეთა, მაგრამ ვერ დაარწმუნა ერთ-ერთი ვეტერანი პარლამენტარი ლეიბორისტული პარტიიდან, დენის სკინერი, რომელმაც პრემიერ მინისტრს კომენტარების საპასუხოდ "გაქნილი დეივი" უწოდა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტინ შულცის განცხადებით, “ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ სახალხო ნდობა სულ უფრო კლებულობს და ის შეიძლება ჩამოიშალოს”.
ავღანეთში მოქმედმა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ მასშტაბური შეტევითი ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
"ვაგრძელებთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ როგორ მოიწყო ბიძინა ივანიშვილმა გლდანში საკუთრი ოფშორი მრავალმილიონიანი საქმის საკეთებლად" - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,64 პუნქტიდან 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდაა. ამის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში - „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2016“ -წერს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ ლექტორების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. მათი მოთხოვნა უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომაა.
Freedom House-ის ანგარიშში სახელწოდებით „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2016“ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საააკაშვილის შესახებაც არის საუბარი.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს კინოლოგიის ცენტრის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ე.წ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებას პროვოკაციულ მცდელობად მიიჩნევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.