რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას გეგმავს.
„ადიგენის მუნიციპალიტეტში 2016 წლის განმავლობაში 4 დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება“ - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ გააკეთა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ერთი პარტია უკვე დარეგისტრირდა.
პოლიტიკურმა პარტიებმა მიმდინარე წლის 3 თვეში შემოწირულების სახით 428 476 ლარი მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 2016 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ყველაზე მეტი შემოწირულება პლატფორმა ”ახალ პოლიტიკურ ცენტრზე” მოდის. მას 168 058 ლარი აქვს მიღებული.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულებას პრემიერ მინისტრმა ხელი 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებისა და მსხვერპლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს დაპირისპირების სრული შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "კონფლიქტიდან სამხედრო გამოსავალი არ არსებობს."
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა იკრძალება. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.