ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ერთობლივი კომუნიკეს მიღებით დასრულდა. სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
„გვჯერა, რომ საქართველოსთვის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი იქნება წამახალისებელი მოდელი ევროკავშირის სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის“ - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში დონალდ ტუსკს და ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე გააკეთა.
ავრამოპულოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და არჩევნები ვიზალიბერალიზაციისთვის წინაპირობას არანაირად არ წარმოადგენს.
თბილისში, დიღმის დასაწყისში, დიდუბის გამგეობის წინ, 3D ფორმატში მოხატული ზებრახაზი გაჩნდა. დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტის – „მოხატე უსაფრთხოება“ ფარგლებში, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები გადასასვლელს გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ხატავდნენ.
შეერთებული შტატების ეკონომიკას მარტში 215 000 ახალი სამუშაო ადგილი დაემატა, ოდნავ უფრო მცირე, ვიდრე თებერბვალში, როცა სამუშაო ადგილების რაოდენობამ 242 000 შეადგინა. ამის შესახებ BBC წერს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თხოვნის საფუძველზე შეაჩერა შიდა განხილვის გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სათანადოდ იყო ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი ქლინთონის იმეილი გამოყენებული კლასიფიცირებული ინფორმაციის გადასაცემად. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ წერს.
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკელები" მინისტრების თანამდებობებს არჩევნებამდე ვერ შეინარჩუნებენ და რამდენიმე თვეში მათ პოსტების დატოვება მოუწევთ. ამის შესახებ მან გაზეთ "რეზონანსთან" ისაუბრა.
გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი გარდაიცვალა. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გენშერი იყო პოლიტიკოსი, რომელმაც გარდაქმნა გერმანია, და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც წვლილი შეიტანა გერმანიის ხელახლა გაერთიანებაში.
ტერორისტებისაგან მომდინარე საფრთხე, წამოიწყონ ბირთვული თავდასხმა, რაც „ჩვენს მსოფლიოს შეცვლის“, რეალურია, განაცხადა ბარაქ ობამამ. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ბრიუსელის აეროპორტის პარასკევს საღამოსთვის ნაწილობრივ გახსნის გეგმა აეროპორტის პოლიციის, უსაფრთხოების წუხილიდან გამომდინარე, გაფიცვის გამო გადაიდო. ამის შესახებ BBC წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.