ჟენევაში სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მიმდინარეობის პარალელურად, სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ხუთშაბათს მოსკოვში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარ მხარდამჭერთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად იმყოფებოდა.

სრულად...

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიციამ პარასკევს, ტერორისტული აქტის განხორციელების "ადრეულ ეტაპზე" მამაკაცი დააპატიმრა. "დოიჩე ველეს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბერნარდ კაზენუვემ თქვა, რომ ამ ეტაპზე არ იკვეთება მკაფიო კავშირები აღნიშნულ დაპატიმრებასა და ბრიუსელში სამშაბათს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს შორის.

სრულად...

ბელგიის პოლიციამ, სამშაბათს ქვეყნის დედაქალაქში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რომელმა 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 300-სზე მეტი დააზიანა, ექვსი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.

სრულად...

ბოსნიის ყოფილი სერბი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი 1992-95 წლებში გენოციდის ჩადენისა და სამხედრო დანაშაულობათა ბრალდებით გასამართლდა და 40 წლით პატიმრობა მიესაჯა.

სრულად...

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ის ამგვარ ინფორმაციას არ ფლობს. ჯავახიშვილმა მის "ქართული ოცნების" სიაში შესაძლო ყოფნაზე კი ჟურნალისტს ორიგინალური პასუხი გასცა: ანეკდოტიც არ მომისმენია მაგ თემაზე". 

სრულად...

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობის წევრები ეხმაურებიან.

სრულად...

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი 68 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.

სრულად...

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და თსუ თვითმმართველობის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საუბარი რექტორატის და ადმინისტრაციული ერთეულების მიერ გაწეულ ხარჯებს, ფაკულტეტებზე პროფესურის საკონტრაქტო პირობებს და სხვა საკითხებს შეეხო.

სრულად...

ეროვნულმა ბანკმა დღეს (24 მარტი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0137 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

აბაშის მუნიციპალიტეტში 4 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ტყვირში, პირველ მაისში, გაუწყინარსა და სეფიეთში სკოლამდელი დაწესებულებები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ქურდოვანიძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი