ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური დელეგაცია უკვე თბილისში იმყოფება. სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
თბილისში დღეს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით , "თბილისი 2015-ის" გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 ივლისს, 20:15-ზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა, - სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჩარგალში, ვაჟაობის დღესასწაულზე განაცხადა.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელებში ხურჩაში, კოკსა და ორსანტიაში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.
მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ობიექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.
საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
ჩვენ განვიხილეთ სუბსიდირების რამდენიმე სქემა და არჩევანი შევაჩერეთ ისეთ მოდელზე, სადაც სახელმწიფო მთლიანად დაფარავს ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისათვის, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თბილისის ზღვის შემოვლითი გზა და თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი საავტომობილო კვანძის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ კულაშის, N2 და N4 ბაგა-ბაღებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები მოინახულა და თავადაც ჩაერთო მშენებლობის პროცესში.
პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი და ის შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის დროს არ მოქმედებს პარტიული ნიშნით, - ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ქვეყნის პირველი პირის მიერ დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გამო პრემიერ-მინისტრის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.