რატომ არ აინთო ოლიმპიური ცეცხლი მიხეილ მესხის სტადიონზე - ამასთან დაკავშირებით, „თბილისი 2015 -ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა.
ლევან ბობოხიძესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეზიდენტისთვის ან შეწყალების კომისიისთვის რაიმე სახის რეკომენდაციით არ მიუმართავს.
ჩემთვის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის, რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე გაცილებით საინტერესოა, რა დოკუმენტს მიიღებს დეკემბრის მინისტერიალზე ნატო, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს რუსეთის საზღვაო დოქტრინის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
გამომდინარე იქიდან, რომ ფსიქოანალიზი ბიძინა ივანიშვილისთვის უცხო მეცნიერება არ გახლავთ, მისთვის ადვილად მისახვედრი უნდა იყოს ის, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების როლს სახელმწიფოს პირველი პირების თანამდებობებზე
საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება 2 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრების ღირებულება - 1 000 ლარს
რატომ არ გამოურთო მიკროფონი სოსო ჯაჭვლიანს მანანა კობახიძემ – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ სტატიას აქვეყნებს, სადაც ვიცე-სპიკერი განმარტავს, თუ რატომ არ გამოურთო სოსო ჯაჭვლიანს განცხადების გაკეთებისას მიკროფონი.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი იგორ პალიცა, მიხეილ სააკაშვილის პოპულისტურ პოლიტიკაზე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოდან იგი ხალხმა ქვების სროლით გააგდო და იგივეს უნდა ელოდოს უკრაინაშიც.
ჩვენ თუ გვინდა, რომ ამხელა მოვლენა 2-3 ნაპერწკალს გადავაყოლოთ, ეს პრობლემაა, – ასე გამოეხმაურა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი გუშინ გახსნის ღონისძიებაზე მომხდარ მცირე ხანძარს.
პრეზიდენტი და პრემიერი ორივე მაღალი რანგის სტუმარია და შესაბამისად, ერთი და იმავე სახის მოწვევა ჰქონდათ გაგზავნილი. ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
პარტია „ქართული დასის“ თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდას კორუფციულად მოტივირებულს უწოდებს და სხვა პარტიებთან ერთად ორგანიზებული, საზოგადოებრივი პროტესტის გამოსახატავად ემზადება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.