თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვაშლიჯვრის დასახლებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩა და მემორიალური კომპოზიცია გახსნა.
იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმას ხარვეზი აქვს.მისი თქმით, ნაფიცი მსაჯულების არჩევის წესი უფრო გამარტივებული უნდა იყოს და მათი ვერდიქტი, განსასჯელისა და საზოგადოებისთვის – მეტად გასაგები.
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს.
ოლიმპიური ცეცხლი თბილისში ჩამოიტანეს და ის საზეიმო ვითარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აანთო და ეს ფაქტი მან მთელ საქართველოს მიულოცა.
ნინოწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელ გაგიკ კარსლიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მისიის“ დამფუძნებელი, გია კორკოტაშვილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გაგიკ კარსლიანის მიერ Tvfree-სთვის ექსკლუზიურად გაჟღერებულ იმ ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც კორკოტაშვილმა და მოძრაობა „ახალი რეალობისთვის თავმჯდომარემ, მერაბ შათირიშვილმა კარსლიანს 50 000 დოლარის გადახდა მოსთხოვეს.
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, ყველაზე სწორია. თინა ხიდაშელის თქმით, ქვეყნის ხელისუფლების მთავარი ამოცანაა არ დაუშავს ომი საქართველოს ტერიტორიაზე.
დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელეს „ქართული მისიის" გამგეობის წევრებმა გიორგი ზარნაძემ და არჩილ შველიძემ. განცხადება ეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ გაგიკ კარსლიანის ბრალდებებს, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა საინფორმაციო გვერდ www.guardian.ge-სა და www.tvfree.ge-ზე.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ფედერიკა ფავისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დაბადების დღეს ულოცავს და პროფესიულ და პირად ცხოვრებაში წარმატებებს უსურვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.