"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას კორუფციულ გარიგებებში სდებენ ბრალს. რეზო ხარაზმა და ბონდო თევდორაძემ პასუხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძისგან მოითხოვეს, თუმცა ხაბაძისგან მათ პასუხი არ მიუღიათ.
ქუთაისში 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება, რომელიც პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება იმერეთის რეგიონში. მშენებლობის ადგილი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა და სასტუმროს მესაკუთრე კომპანია “კაპიტოლ ჰოლდინგის” ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ხელისუფლება სრულ პანიკაშია და ცდილობს, რეპრესიებით შეაჩეროს მოქალაქეთა პროტესტის ტალღა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარემ ანდრო ბარნოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევიდან 53 წლის მამაკაცი გაიტაცეს. მამაკაცის უკანონოდ დაკავება მაშინ მოხდა, როცა ის შვილთან ერთად საკუთარ ბაღში საზაფხულო სამუშაოებს ასრულებდა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყების წინ, ცდილობენ სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბონ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლოტოს 574-ე გათამაშების გამარჯვებული მსახიობი ნუგზარ ჩიქოვანი გახდა. ნუგზარ ჩიქოვანმა ჯეკ-პოტი 1 671,045 ლარი მოიგო. მსახიობის თქმით, მოგების სიხარული და პირველი ემოცია იმდენად დიდი იყო, რომ ის სიჩუმით გამოხატა.
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში 3 სართულიანი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა–გახსნის ცერემონიას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარის ანდრო ბარნოვის პოლიციელებთან დაპირისპირების ფაქტს "პროვოკაციას" უწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” მიიჩნევს, რომ ის მდგომარეობა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სადემარკაციო ხაზის გავლებით არის შექმნილი, პირდაპირ კავშირშია მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.