მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვახტანგ გომელაურის შემცვლელს 2-3 დღეში წარადგენს. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის წარდგენამდე კი უწყებას კვლავ ვახტანგ გომელაურიუხელმძღვანელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა დაასახელა.
რეგიონული თეატრების ფესტივალის მეოთხე დღე პოლონეთის Teatr nowy w zabrzu სპექტაკლმა TOP DOGS (ტოპ ძაღლები) დახურა. სპექტაკლის რეჟისორი გჟეგოჟ კემპინსკია, მხატვარი ბარბარა ვოლოსიუკი, ქორეოგრაფი კატარჟინა ალექსანდერ-კმიეცი, კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი კი მარჩინ მიულერი.
ქართლის სოფლების, ორჭოსანის და ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო გამყოფი ხაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყნის ხელისუფლებისაგან ითხოვენ რუსეთის საწინააღმდეგო აგრესიული რიტორიკის განახლებას და მოქმედებას!
მთავარმა პროკურატურამ კახა მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლოს უკვე მიმართა. პროკურატურა მამულაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლის, კახა მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დღეს დილის 10 საათზე დაასახელებს.
მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლეს კახა მამულაშვილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს მამულაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სავარაუდოდ დღის ბოლომდე მიმართავს.
რუსეთის ფედერაცია საქართველოს მოთმინებას ყოველდღიურად ცდის და ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს, -აღნიშნული განცხადებით თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
რუსეთი შვედეთს აფრთხილებს, რომ მის მიმართ კონტრ სამხედრო ზომებს მიმართავს თუ კი ის ნატოში გაწევრიანებას დააპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა "ინდიფენდენტი", რუსეთის ელჩზე, ვიქტორ ტატანიცევზე დაყრდნობით აქვეყნებს.
დიდი ბრიტანეთი აშშ-სთან ერთად აპირებს "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ერაყსა და სირიაში დაფუძნებული ხალიფატის განადგურებას. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ ქამერონმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.