ყოველი გავლებული მავთულხლართი არის აბსოლუტურად მიუღებელი, ამავე დროს უმნიშვნელოვანესია, არა ემოციებით, არამედ მშვიდი გონებით დავგეგმოთ ამ პროვოკაციებთან თუ ამ ტიპის ზეწოლასთან კოორდინირებული პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხვალ მე ვეწვევი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ადმინისტრაციულ საზღვარს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან, რათა კიდევ ერთხელ შევაფასო სიტუაცია საზღვრის დემარკაციის ნიშნების აღმართვასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შს ყოფილი მინისტრს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ სამეგრელოში, ე.წ. სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოკადრები არ უნდა ნახოს. როგორც ალექსანდრე ჭიკაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, სამალავში აღმოჩენილი ფაილების გასაჯაროვება კატასტროფას გამოიწვევს.
დონალდ ტუსკის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა და სოლიდარობის მკაფიო დემონსტრირებას წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.
თურქეთის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ სურუჯში სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შედეგად სულ მცირე 27-მდე ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, დაიღუპნენ. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში ჩამოვიდა. ტუსკი თბილისს საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ორდღიან ვიზიტად ესტუმრა.
ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ წარმომადგენლებმა ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გამართეს, სადაც იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლის მოგვარებაც ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში უმოკლეს ვადებში იგეგმება.
27 ივლისიდან 2 კვირის განმავლობაში, მსურველებს C ჰეპატიტზე გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, კახა მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი მისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურის დასახელებას მიესალმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.