შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი მ. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით, ხოლო 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ქ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით, თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭა.
საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდმა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-სა და კუბას შორის უახლოეს მომავალში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილებას მიესალმება.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, მის შემცვლელს საელჩოში შესანიშნავი პროფესიონალების გუნდი დახვდება.
ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა ფასდაუდებელია,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართულ მიღებაზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: სხვადასხვა ტიპის იარაღისათვის განკუთვნილი 2248 საბრძოლო ვაზნა, 8 გადაჭრილი თოფი, 57 ხელყუმბარა და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სადეზინფექციო სამუშაოები იწყება. პირველ ეტაპზე ყველა ტერიტორიულ ერთეულში არსებული წყლის სათავე-ნაგებობების, რეზერვუარებისა და ჭების მდგომარეობის ინსპექტირება განხორციელდება.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას ეხმიანება ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა. Facebook- ზე გამოქვეყნებულ კომენტარში გუგავა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ივანიშვილმა "სხვა მრავალ დაპირებასთან ერთად ამ შემთხვევაშიც ხალხი "პირში ჩალაგამოვლებული" დატოვა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.