რამდენიმე მიკროავტობუსის მძღოლს კონდიციონერის ჩართვაზე უარის თქმის გამო, ხვალიდან 2-2 კვირით ხაზზე მუშაობა აეკრძალებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს.
სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მიმდინარე წლის 1, 2 და 3 ივლისს საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან ყველა ის პირი გათავისუფლდეს, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს მიმართავს.
ციფრულ მაუწყებლობაზე საქართველოს მოსახლეობა დღეიდან გადადის. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, დღეს 10:00 საათზე ანალოგიური (დღეს მოქმედი) მაუწყებლობა დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშა, რომელიც შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს აერთიანებს – თბილისი, საგარეჯოს რაიონი, კოჯორი, რუსთავი და მარნეული.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას თქმით, იმ გულშემატკივრებს, რომელთაც უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები Biletebi.ge-ზე შეიძინეს, შეუნარჩუნდებათ, დარჩენილი 22 ათასი ბილეთი კი სალაროებში გაიყიდება.
სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ სპეციალური დოკუმენტი თბილისის საკრებულოს განსახილველად დღეს გადაეგზავნება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ინდონეზიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გუშინდელ პრესკონფერენციაზე თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში უკრაინაში დარჩენას არ აპირებს.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დღეს დილიდან მდინარე მტკვარზე გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რევაზ ბენიძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანებული სოფლები მოინახულა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.