საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდა. ღარიბაშვილმა და დაჩიჩმა საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.
ოდესის ოლქის ახალი პროკურორი, შესაძლოა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ამჟამად ძებნაში მყოფი ზურაბ ადეიშვილი გახდეს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალური ვებგვერდზეა განთავსებული.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში პეტრო პოროშენკოსა და ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა გაიმართა, სადაც სააკაშვილმა პოროშენკოს ოდესაში გამართული შეხვედრების შესახებ უამბო და საკუთარი რეფორმების გეგმები გააცნო.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში იმყოფებოდა, სადაც იმერეთის რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს შეხვდა. ღონისძიება თემაზე − „ევროპული საქართველო“ − ღორეშის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა, სადაც ისაუბრეს საქართველოს გამოწვევებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აღმაშენებლის ხეივანში გამავალ მაგისტრალურ მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხვალ დაასრულებს. კომპანიამ აღმაშენებლის ხეივანში, 1400 მმ-იან მე-6 მაგისტრალურ წყალსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა.
თავდაცვის მინისტრის რანგში თინათინ ხიდაშელის პირველი შეხვედრა იენს სტოლტენბერგთან ნატოს შტაბ-ბინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ გადაცემა "2030" ის წამყვანმა გამოშვების დაწყების წინ განაცხადა. "2030"-ის ინფორმაციით, ნახატის ხელოვნების მუზეუმისთვის გადაცემის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
გუშინ, ბრიუსელიდან სატელევიზიო ჩართვის დროს, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა (ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, "გულმოცემულმა"), – "რომ ვარსებობთ, ეს უკვე პრობლემაა რუსეთისთვისო".
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით" კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ორგანიზაცია "2030" წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.