ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში მე-6 კლასის მოსწავლემ თავი ჩამოიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება გამოსცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განკარგულება პარლამენტს უკვე ჩაბარდა.
სუიციდი ცაბაძის ქუჩაზე. გავრცელებული ინფორმაციით 16 წლის ახალგაზრდა მე-6 სართულიდან გადმოხტა. ბიჭი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულის აღნიშვნა ხონში წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. ტაძარში მრევლი, მოწვეული სტუმრები – იმერეთის რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები, მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საზეიმო წირვას დაესწრნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო კომისიის თანამომხსენებელთა კონსტრუქციული მუშაობისათვის სტუმარს მადლობა გადაუხადა.
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს ტყვიავის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გელა ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, რომელსაც გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრის, 13 წლის მოზარდ ლევან ცაავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოსახლეობას და ვეტერანებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლის იუბილე მიულოცა.
რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - ასეთი სათურით აქვეყნებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს გამოცემა Мир и политика.
დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე 50 000-მდე საარჩევნო უბანი გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.