პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად ნორვეგიისა და ფილიპინების ელჩები და მალაიზიისა და ინდონეზიის დიპლომატების მეუღლეები დაიღუპნენ, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" პაკისტანელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება.
ე.წ კაბელების საქმე არის პოლიტიკური თემა, რომელშიც თავიდან ბოლომდე ჩართულია თავად ღარიბაშვილი, ივანიშვილთან ერთად, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკარტების" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან ქუთაისში განაცხადა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგა გულორდავას ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი არაკომპეტენტურობაში, კორუფციასა და მოქალაქეთა ინტერესებისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში 11-12 მაისს სამუშაო ვიზიტს გამართავს. გიორგი მარგველაშვილი შეხვდება ევროკავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის, ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანსს.
ევროკავშირი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან კავშირებს აღრმავებს, - ამ სათაურით აქვეყნებს ენდრიუ რეტმანის სტატიას გამოცემა Euobserver-ი, რომელშიც საუბარია რიგის მომავალ სამიტზე.
"ხრამი-რუსთავის", 800 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობას, დღეს, წყალმომარაგება მთელი დღის განმავლობაში შეეზღუდება.
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე რიგის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს ერთობლივი წერილით მიმართავენ.
დიდი ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის "კონსერვატიული პარტია" ლიდერობს. "ბიბისის" ცნობით, ეგზიტპოლების თანახმად, კონსერვატორები პარლამენტში 325 ადგილს დაიკავებენ, რაც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობისთვის საკმარისია.
ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, დიახ, გაუარესდა და ძალიან ვწუხვართ ამაზე, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობაში განხორციელებულ ცვილებებთან დაკავშირებით სკანდალური არაფერია. ამის შესახებ პრემიერმა “თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.