შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული, ამერიკის მოქალაქე გიორგი მ, ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული გიორგი ხ. თბილისში დააკავა.
ნეპალში გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6 000-მდე გაიზარდა. ასობით ადამიანი კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი. სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა წყლისა და საკვების გარეშეა დარჩენილია.
რა ვქნა, მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ, ჩემთვის საქართველოს სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესები პირად ინტერესებზე მეტია! დიახ, საქართველოსთვის მიუღებელია, როგორც ავტორიტარული ისე არაფორმალური მმართველობა!
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში საზოგადოებრივი ცენტრი ოფიციალურად გახსნეს.
საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ახალი მხოლოდ ორი მინისტრი იქნება. როგორ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი იქნებიან სპორტისა და გარემოს დაცვის მინისტრები.
"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის აზრით, არსებული ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლებაში რეალური ცვლილებები წარმოადგენს.
საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო რეფორმების მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, კონკურენტუნარიანი იქნება.
მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ეხმაურება. კალაძის თქმით, მას არანაირი დაპირისპირება არც პრემიერთან და არც ლევან ყიფიანთან არ ჰქონია.
მთავრობა ლეგიტიმური, უფლებამოსილი და პარლამენტის ნდობით აღჭურვილია იმ წამამდე, სანამ პარლამენტი სხვა მთავრობას არ დაამტკიცებს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, პარლამენტში კიდევ ორი ახალი მინისტრი იქნება წარდგენილი. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის პოსტს 100%-ით შეინარჩუნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.