საქართველოში ფაქტობირვად არ არსებობს ბიუროკრატია და ამიტომაა ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისთვის", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ რიგაში შეგვაქებენ, მაგრამ რაიმე კონკრეტულს არ დაგვპირდებიან. "თუ გავითვალისწინებთ იმ ობიექტურ სიძნელეებს, რომლის წინაშეც დგას დღევანდელი ევროპა, ნურც “თანაგრძნობაში” ვეტყვით უარს”, – აცხადებს სოსო ცინცაძე.
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყნებმა, იმ პროგრესისა და ძალისხმევის ჩვენება მოახერხონ, რომელიც გასწიეს.
ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელორუსის მრეწველობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორნადუმი ხვალ გაფორმდება. მემორანდუმის საფუძველზე, საქართველო და ბელორუსი ერთობლივ საწარმოებს შექმნიან.
ყალბი დოკუმენტების დამზადება – გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისთვის ფაქტზე, შპს ,,შემოქმედმშენის” დირექტორი გია შილაკაძე და შპს ,,ჯორჯიან კომპანის” დირექტორი ვალერიანი კაკურია დააკავეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციის განრიგს აქვეყნებს. რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება.
მე, როგორც გიორგი მარგველაშვილი და რიგითი მოქალაქე ვიცავ ჩემს ღირსებას, როგორც პრეზიდენტი კი ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნოდარ ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს,–პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრს შეხვდა.
ექსპრემიერისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“–ს დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პროექტ 20/30 -ის ფარგლებში, ექსპერტები გარკვეული მიმართულებებით, მათ შორის ნეპოტიზმისა და კორუფციის მხრივ კვლევებს ატარებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიესალმება, თუ ნოდარ ჯავახიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დაინიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.