რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით შავლიაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა ცესკოს ფარულ გარიგებებსა და აღნიშნულთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, სააკაშვილის პრეზიდენტობისას ცესკოს თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის კავშირებზე სკანდალური დოკუმენტები გაასაჯაროვა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის აზრით, კარგი იქნება, თუკი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია კავკასიის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს დაეთმობა.
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს. შემთხვევა დაახლოებით დღეს, 10:00 საათისთვის მოხდა. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიცია, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
“სამართალდამცავები მოსულები იყვნენ და ალბათ დაწყებულია გამოძიება, თუმცა დეტალურად ინფორმაციას არ ვფლობ”, – ამის შესახებ გურჯაანის გამგებელმა გივი გერგაძემ გურჯაანის გამგეობაში წუხელ და გუშინ მთელი დღის განმავლობაში მომხდარი ინციდენტების კომენტირებისას განაცხადა.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემთვის მოცემული პირობა შეასრულა“, – ამის შესახებ ძებნილმა თემურ ბასილიამ „კვირის ქრონიკას“ განუცხადა. ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მისი საქმე შეისწავლა და დადგინდა, რომ საქმეში არსებობს პოლიტიკური მოტივით დევნის ფატები.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას მაჟორიტარის ბიურო ბლოკირებული აქვს. ამის შესახებ განცხადება ღვინიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის ოფისში გააკეთა.
საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშროლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტმა, დიმიტრის ციცირაგოსმა (Dmitris Tsitsiragos) ქ. ვაშინგტონში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე.
ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, “სურსათის ეროვნული სააგენტოს” კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი, გივი ლუაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.