საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდის გამართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ "მოლაპარაკებები ჩატარდა რთულ ვითარებაში, როდესაც მოსკოვში ხელი ეწერებოდა რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას."
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი Facebook-ზე ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელშიც მისი კოლეგის, არჩილ ჩუბინიძის მიერ 8 დღის წინათ დაწყებული შიმშილობის მიზეზებზე საუბრობს. იგი ივანიშვილს მიმართავს და სთხოვს "მოაშოროს ღარიბაშვილი თავისი მთელი გუნდით, მოაშოროს ფინანსური პოლიციის კადრები პროკურატურაში და შეასრულოს დაპირებები", წინააღმდეგ შემთხვევაში ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა მასობრივი შიმშილობის დაწყებას აანონსებს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" გაფორმების გამო "უკიდურეს აღშფოთებას" გამოთქვამს.
2016 წელს დაზვერვის სამსახურს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ადმინისტრაციული შენობა ექნება – მშენებლობის პროცესის დაწყებას საფუძველი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარბაშვილმა ჩაუყარა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც guardian.ge უცვლელად გთავაზობთ:
კრემლში რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შთანხმების ხელშეკრულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში მოაწერეს ხელი.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 19 მარტისათვის 1 აშშ დოლარი 2.2005 ლარი, 1 ევრო კი 2.3380 ეღირება. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დღეს 0.0066პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0087 პუნქტით გაუფასურდა.
შპს “საქაერონავიგაციამ” ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური ოფისის ახალი შენობა გახსნა, რომელიც მეტეოროლოგიური სამსახურის დამკვირვებლებისა და ოპერატიული რადიოცენტრის თანამშრომლებისთვის იქნება განკუთვნილი.
ბიუჯეტის შესრულებას ამ ეტაპზე პრობლემა არ აქვს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ აქვს, არც შემოსავლების და არც გასავლების ნაწილში.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ირმა ნადირაშვილმა ავეჯის შესყიდვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.