სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ინფექციური კონტროლის კუთხით თბილისსა და უმეტეს რეგიონებში დასრულდა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 20-მა დაწესებულებამ შეწყვიტა ფუნქციონირება, თუმცა ამ ოციდან ხუთმა შეიცვალა რეკვიზიტები, იურიდიული მისამართი, გამოასწორა ხარვეზები და განაახლა საქმიანობა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ნაული ჯანაშიას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
"ნაციონალური მოძრაობაის" ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის თქმით, "მთავრობას არ სურს თუნდაც ელემენტარულ ფუფუნებაზე უარი თქვას", რისი მაგალითიცაა პრემიერ-მინისტრისთვის იტალიაში დეკემბერში განხორციელებული შესყიდვების საფუძველზე 181 401 ლარის რბილი ავეჯის შეძენა.
დღეიდან თბილისის მთავრობა ახალი შემადგენლობით იმუშავებს, – ამის შესახებ თბილისის მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის ახალ წევრებს წარმატებებს უსურვებს. მერის თქმით, ახლა არის ეტაპი, როცა პრობლემების უდიდესი ნაწილი დაძლეულია და განვითარებისაკენ სვლის ეტაპი დადგა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართლიანი არჩევნები", "სამოქალაქო განვითარების სააგენტო", გიგი უგულავას მიმართ პატიმრობის განმეორებით გამოყენებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც guardian.ge უცვლელად გთავაზობთ.
აშშ, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის გასაფორმებელ ე.წ. ხელშეკრულებას, რომლის ხელმოწერის ცერემონია დღეს უნდა გაიმართოს, არ აღიარებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება ცინიკური დამთხვევაა.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი თურქეთში დასრულდა. პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ქალაქ ყარსში თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სტიქიისაგან მიყენებული ზარალის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის წელს მილიონობით ლარი დაიხარჯება.
ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინი რუსეთსა და ცხინვალს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერის გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.