„თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში პატიოსნების და განათლების დეფიციტია.
ახალგაზრდული ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. იგი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ თუ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მიტინგებს მართავენ, "ხვალ მანიფესტაციებზე გადავლენ, ზეგ მასობრივ შიმშილობებს დაიწყებენ და შორს არაა ის დრო, როდესაც “მოლოტოვის კოქტეილებით” ხელში გამოჩნდებიან რუსთაველის გამზირზე."
21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გაიმართა. თათბირს ესწრებოდნენ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები.
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენჯამინ ნეთანიაჰუს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მისი " სანიმუშო ლიდერობა და ქვეყნისადმი ერთგულება უზრუნველყოფს ისრაელის სახელმწიფოს წარმატებას."
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე , თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილმა 21 მარტის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დემონსტრაცია პარტიულ მიზნებს არ ემსახურება. მისი მთავარი მიზანი საქართველოსთვის უკეთესი მომავლის შექმნა და სწორ გზაზე დაბრუნებაა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 20 მარტისათვის 1 აშშ დოლარი 2.2230 ლარი, 1 ევრო კი 2.3768 ეღირება. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დღეს 0.0225 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0388 პუნქტით გაუფასურდა.
კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ფრაქცია ,,მრეწველების" თავმჯდომარე, გოგი თოფაძე ამბობს, რომ საქართველო არ უნდა იყოს რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანებული და მათ შორის არც ნატოში, რადგან ის სამხედრო და აგრესიული ბლოკია.
„რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის იდეა ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე ის არ განიხილება“. ამის შესახებ ოკუპირებული თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა „იტარ-ტასთან“ საუბარში განაცხადა.
შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.