მთავარ პროკურატურაში შსს-ს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
თბილისის საქალაქო სასამართლო როლანდ ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ძირითადი მოძალადეები აკეთებენ დემონსტრაციებს, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ივანიშვილმა თქვა, რომ მას არ სურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება.
უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღევანდელი დღე მისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა. იგი მზადყოფნას გამოხატავს იმისათვის, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დღეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ნინო გვენეტაძე დაამტკიცა. გვენეტაძის კანდიდატურას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი არცერთი დეპუტატი არ წასულა.
„ჩვენ ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს, რომლის შეიარაღებული ძალებიც იქნება ისეთი ძლიერი, რომ ნებისმიერ მტერს გაუქრობს სურვილს, მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს რაიმენაირად დაგვემუქროს,“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც არტილერიის პროფესიული დღე აღინიშნება.
საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარ დაუჭერს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.
დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიასა და სერბეთს დაახლოებით 28 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქამერონმა გუშინ ბრიუსელში გამართული სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ენერგოსისტემაში უმსხვილესი ჰიდროენერგეტიკული პროექტის– ,,შუახევიჰესის’’ დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ლიკუდის“ გამარჯვება მიულოცა და ისრაელის სახელმწიფოს წინსვლა უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.