საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის მნიშვნელობა, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმებთან ე.წ შეთანხმებების გაფორმება იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ეუთოს გენერალური მდივნის ლამბერტო ზანიერის შეხვედრის მთავარი თემები.

სრულად...

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. თეა წულუკიანმა და აბას ტალებიფარმა 2013 წლის 1-ლი სექტემბრის შემდგომ ირანის მოქალაქეებზე გაცემულ ბინადრობის მოწმობებზე, სამუშაო და სასწავლო ვიზებზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილეს.

სრულად...

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც მისი კომიტეტის სხდომა დაინიშნა, სადაც მთავრობამ ერთსულოვნად მისვლის მზადყოფნა გამოაცხადა, ზუსტად იმ დღეს და იმ საათზე პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომა არ უდნა დაენიშნა.

სრულად...

ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი ამბობს, რომ საქართველო ცდილობს, სავიზო პოლიტიკა იყოს სამართლიანი და თანამედროვე, იმართებოდეს წესებით და რეგულაციებით, რომლებიც თანხვედრაშია მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებთან და ნორმებთან.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის 2,5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი განცხადებით, მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების განხილვა სამუშაო ფორმატში საქმიანად უნდა მოხდეს და რეალურად უნდა ჩატარდეს საკომიტეტო მოსმენა, რასაც პარლამენტი გეგმავს.

სრულად...

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძემ იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია, ბრიგადის გენერალ ემად ადაილეჰის ხელმძღვანელობით მიიღო.

სრულად...

თბილისის საკრებულო ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რის მიხედვითაც სავალდებულო გახდება, რომ ყველა ფარმაცევტულ პრეპარატს ანოტაცია, უცხო ენასთან ერთად, ქართულ ენაზეც დაერთოს

სრულად...

საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის 500 მლნ იაპონური იენის (დაახლოებით 4.2 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრანტის გამოყოფის თაობაზე შეთანხმება გაფორმდა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორიგ მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტისთვის დანიშნა. ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი