საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს. მას მიაჩნია, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას სიტუაციიდან გამოსვლის გეგმა წარუდგინოს.

სრულად...

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა გამოაქვეყნა. გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალშია: ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია (გარდა სახლისა); სს "კურორტი ახტალა"; 

სრულად...

საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არ არის, რადგან ეკონომიკა ნელა, მაგრამ მაინც იზრდება და ის რაც ამჟამად სახეზეა, ეს მხოლოდ სავალუტო კრიზისია, - განაცხადა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.

სრულად...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტია "ქართული ოცნების" ახლადდანიშნული აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო გაფორმებული და ხელფასსაც იღებდა, საზოგადოებამ კი კობახიძის ბიოგრაფიის ამ პერიოდზე აქამდე არაფერი იცოდა.

სრულად...

ეროვნულმა ბანკმა ლარის დოლართან მიმართებაში ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. 26 თებერვლისთვის 1 აშშ დოლარი 2.2635ლარი ეღირება.

სრულად...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების - ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სრულად...

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ლარის დღევანდელი კურსი არაადეკვატურია და ის აუცილებლად დასტაბილურდება.

სრულად...

ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი შენობა, ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორია, თბოელექტროსადგური, ლატარიის კომპანია, ესაა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელსაც საქართველოს მთავრობა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეიტანს.

სრულად...

პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს მხარი დაუჭირა.

სრულად...

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2%-ის ფარგლებში იქნება, ეს კი ბიუჯეტის პარამეტრების შეცვლის აუცილებლობას განაპირობებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი