ჩვენ გვჭირდება სიტუაციის ნორმალიზება და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რათა ძალიან მალე გამოვასწოროთ მდგომარეობა რაც ლარის კურსთან დაკავშირებით შეიქმნა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე "საკმაოდ წარმატებული" ფორმატის ცვლილება არ იგეგმება.
ბრიუსელში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა ევროსაბჭოსგან, ევროკომისიისგან, ევროკავშირისგან და მათი მოლოდინი არის ის, რომ საქართველო იყოს წარმატების მაგალითი რეგიონში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩემი აზრით დადგება ის მომენტი, როცა საქართველოს ხელისუფლება აღიარებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მეზობელ ქვეყნებად. ვერ ვიტყვი, რომ ამის ნიშნები არის, მაგრამ საჭიროა ხედავდე პერსპექტივას, რადგან სხვა ყველაფერი აბსოლუტურად უპერსპექტივოა". – განაცხადა გრიგორი კარასინმა, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ კარგა ხანია ვამბობთ იმას, რომ მზად ვართ აფხაზებთან და ოსებთან დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გრიგორი კარასინთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
„ჩემი აზრით დადგება ის მომენტი, როცა საქართველოს ხელისუფლება აღიარებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მეზობელ ქვეყნებად“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური განხორციელება, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
ავტომანქანა, რომლითაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გადაადგილდება, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2011 წელს შეიძინა და ის საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის – სანდრა რულოვსის მშობლებს ემსახურებოდა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, შაბათს, 28 თებერვალს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. რიგგარეშე სხდომის ჩატარების დრო კი პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დაზუსტდება.
პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმოამდგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.