2014 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაული 16,91 %-შემცირდა. მიმდინრე წლის ივნისის თვის და 6 თვის დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAჩ) რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდი ავრცელებს.
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ბაზა „ლეზერნეკს“ ტოვებენ. ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში არსებული ბაზა ფუნქციონირებას წყვეტს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყველას მოუწოდებს, რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით, სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სასწრაფო დახმარების სამსახურის ეფექტურ მუშაობას ხელს ორი ტიპის, ტექნიკური და საავტომობილო პარკის მიზეზი უშლიდა. დავით სერგეენკოს თქმით, ახლა დაწესდება ახალი რეგულაციები და ეს მიზეზები აღმოიფხვრება.
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გაუგებარს უწოდებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა, მოადგილეებმა ვაჟა ფანჩულიძემ და გივი ჩიჩუამ ქუთაისის შემოვლითი სამტრედიის გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების თემაზე კომენტარი ჟურნალისტებთან, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. სოზარ სუბარის განცხადებით, არანაირი ვერსია გამოძიებას არ დაუსახელებია, უბრალოდ გამოძიება უნდა დაწყებულიყო კონკრეტული მუხლით და ამ შემთხვევაში ეს იყო თვითმკვლელობამდე მიყვანა.
ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება და ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.