საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის რანგში ჟურნალისტებს უკვე მეორედ ხვდება.
კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" ქვეყანაში არსებულ რეალობას პასუხისმგებლობით ეკიდება, მაშინ ნორმალური და თავისუფალი არჩევნები უნდა ჩაატაროს.
ბარაქ ობამა კონგრესს წინადადებით მიმართავს, ერთი მილიარდი დოლარი გამოყოს აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედროების განთავსებისთვის.
დონბასში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, უკრაინელმა ძალოვნებმა გუშინ 500-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ვასილ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი იმის განხილვას იწყებს, თუ როგორ დააფასოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა დადიანების სამუზეუმო კომპლექსში შემავალი ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტის შემუშავება დაიწყო.
გულის დაავადება ამერიკაში ადამიანთა სიკვდილიანობის გამომწვევ დაავადებებს შორის პირველ ადგილზე რჩება. თუ კი თქვენი ოჯახური ისტორია ამ დაავადებით გამოირჩევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულის დაავადება თუ გულის შეტევა თქვენც ყოველ მიზეზ გარეშე დაგემართოთ.
საარჩევნო ბლოკმა - "ქართული ოცნება" – 12 თვითმმართველ ქალაქში მერობის კანდიდატები სპორტის სასახლეში, საარჩევნო კამპანიის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაასახელა.
ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი გადაჭრით არ პასუხობს, აღდგება თუ არა 2008 წლის შემდეგ ისრაელსა და საქართველოს შორის შეწყვეტილი სამხედრო თანამშრომლობა და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით დაწყებული დიალოგი გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.