ვაფრთხილებ "ქართულ ოცნებას", არ გაბედონ არჩევნების გაყალბება, – ამის შესახებ კოალიცია "ნინო ბურაჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერმა , ნინო ბურჯანაძემ გუშინ, (10 ივნისი) "რუსათვი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.
სიმართლე უთხარით ქვეყნის მოსახლეობას, 2008 წელს თქვენ პარლამენტიდან იმის გამო წამოხვედით, რომ სააკაშვილმა გაგათავისუფლათ, – ასე მიმართა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა, კახა კალაძემ ნინო ბურჯანაძეს "რუსთავი 2"-ის თოქ შოუ "არჩევანში" სტუმრობისას.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, დასრულდა ის დრო, როცა სამხედრო მოსამსახურეებს მმართველი პოლიტიკური პარტიისთვის ხმის მიცემას აიძულებდნენ.
ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას ბიზნესის ლობირების მიზნით მილიონი დოლარი გადაუხადა , - ამის შესახებ ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.
ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის განცხადებით, 2010 წელს ვანო მერაბიშვილის დავალებით დაბა გუდაურში აქტივები 10 მლნ ევროდ შეაძენინეს, ერთი წლის შემდეგ კი ერთ დოლარად დააბრუნებინეს სახელმწიფოსთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერის, დავით ცინდელიანის გაუჩინარების საქმე გახსნა. ამ საქმეზე, განზრახ მკვლელობის და წამების მუხლებით, აფხაზეთის კუდ-ის ყოფილი უფროსი, რომან შამათავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
იუსტიციის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ახმედ იმამყულიევის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად აღდგენის სასამართლო გადაწყვეტილებას მიესალმება. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:
თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ იმამყულიევი მარნეულის გამგებლობის კანდიდატად დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს (10 ივნისი, 2014) მიიღო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბიზნესმენებს თხოვნით მიმართავს, ქვეყნის რაიონების მატერიალური განვითარება თავიანთ თავზე აიღონ.
"ნაციონალებს" სულ რამდენიმე დღე დარჩათ, რომ საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, ბათუმში წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.