ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ოსეთი" ლიდერობს. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , ბელა პლიევას ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვის პარტიამ "ერთიანი ოსეთი" ხმათა უმრავლესობა - 44,11% დააგროვა.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ლევან ა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მარნეულში გუშინ (5 ივნისი, 2014) განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია:
ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებული სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ქვეყნის სიამაყის, პასუხისმგებლობის და მხედრული ღირსების წარმოსაჩენად მიემზგავრებიან.
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა მარნეულში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. "საღამოს ვნახე ჩემი თავი, თვითონ არ მომეწონა, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ყვირილი და ხმამაღალი საუბარი ლამაზი არ არის, მაგრამ რას ვიზამთ, ხანდახან ასეც ხდება ხოლმე", – განაცხადა გიგი უგულავამ.
საფრანგეთში ვლადიმერ პუტინისა და მსოფლიოს ლიდერების შეხვედრა გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. აუდიენცია არ შედგა ბარაკ ობამასთან.
მარნეულში გუშინ მომხდარ ფაქტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული მორატორიუმი გავრცელდება , - ამის შესახებ შს მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
პრემიერმა გარდაბანში კომბინირებული საკვების საწარმო დაათვალიერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარდაბანში კომბინირებული საკვების საწარმო GEOFEED-ი დაათვალიერა. მთავრობის მეთაური საწარმოო პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში მიიჩნევენ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად რიგი პილიტიკური ძალები სამინისტროს მიმართ დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
თბილისი რუსთავს 2015 წლის ბოლომდე ავტობანით დაუკავშირდება. ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.