ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ბორის ჩოჩიევის საცხოვრებელი სახლის ეზოში გამთენიისას ხელყუმბარა აფეთქდა.
ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია დავით თამაზაშვილის აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას სოციალური ქსელით ეხმიანება. იგი მის 2013 წლის 26 აგვისტოს დაკავებასა და ფიზიკური ზიანის მიყენებას იხსენებს და ამბობს, რომ თამაზაშვილი პირადად მონაწილეობდა მის დაკავებაში.
5 წლის წინათ, როცა სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე პიკს აღწევდა, თქვენ გაბედეთ და გაემიჯნეთ ხელისუფლებას -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატები"-ს დაფუძნებიდან 5 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებზე 3%-ს გადალახავს, კომპენსაციის სახით ნახევარ მილიონ ლარს მიიღებს.
მეზვერისა და ფარისევლის კვირის შემდეგ, მართლმადიდებლური ეკლესია დღეიდან უძღები შვილის კვირიაკეს აღნიშნავს.
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში აქტიურად განიხილება საქართველო-რუსეთს შორის არსებული პრობლემები და ამ ჭრილში, საქართველოს პირველი პირების სავარაუდო შეხვედრის მიზანშეწონილობა პრეზიდენტ პუტინთან.
ბელგიაში გარდაცვლილ 25 წლის მირზა გოლეთიანს საქართველოში 19 თებერვალს ჩამოასვენებენ. ქართველმა ახალგაზრდამ ბელგიის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. ამის შესახებ გადაწყვეტილება კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო.
უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე უფრო შედეგის მომტანი რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იქნება.
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტაძარებში საზეიმო წირვა- ლოცვა აღევლინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.