თბილისში სამარშუტო ტაქსების მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. №140 და №149 მარშრუტზე მომუშავე მძღოლები სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდნენ.
მეტრო "სხოდნენსკაიასთან" სამართალდამცავებმა ოთხ ქართველ ახალგაზრდას შენიშვნა მისცეს, რასაც პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. სიტყვიერი კონფლიქტი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ქართველებმა ორ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.
ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნენ, შპს "თექ-ევ ინშაათის" დირექტორი ჰალილ ექში და ტექნიკური დირექტორი გიორგი ოდიშვილი.
იმედი მაქვს, საქალაქო სასამართლოს სახით ერთი შენობა მაინც დარჩება საქართველოში, რომელიც ივანიშვილის საკუთრება არ იქნება , - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე მიმდინარე პროცესზე ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისის საქალქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისას განაცხადა.
სოჭის ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. ნინო წიკლაურმა, რომელიც ქართული დელეგაციის მედროშე იყო, გიგანტურ სლალომში იასპარეზა და მონაკვეთი 1:27.27 წუთში გაიარა. ამ მაჩვენებლით ნინო წიკლაურმა მოთხილამურეთა შორის საბოლოოდ 54-ე ადგილი დაიკავა.
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინ გახმოვანებულ ინიციატივას, საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შინაარსი და ღონისძიების ფორმატი განსხვავებული იქნება.
სოჭის ოლიმპიადაზე დღეს საქართველოს სახელით პირველი სპორტსმენი ნინო წიკლაური გამოვა. შეჯიბრი გიგანტურ სლალომში უკვე დაიწყო. ნინო წიკლაური 67-ე ნომრად იასპარეზებს.
"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იმ პარტიებისთვის, ვინც 3 პროცენტს გადალახავს, ნახევარ მილიონიანი კომპენსაციის გამოყოფა პარტიების გაძლიერებას ხელს არანაირად არ უწყობს.
დღეს დილიდან თბილისში რამდენიმე სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცული არიან 140 ნომრის მძღოლები, რომლებიც ამჟამად მოსკოვის პროსპექტზე არიან შეკრებილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.