ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროისთვის (დილის 8:30 საათი) გამოქვეყნებული მონაცემებით, თბილისსა და ყველა თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თბილისის 769 საარჩევნო უბნიდან დილის 7:15 საათისთვის 320 უბნის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, კახა კალაძეს ხმების 45.5% აქვს მიღებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორი მელიას 34.13%.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქართველოს 3 743 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის (7:25 სთ) 1 446 უბნის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიების შედეგები ასეთია:
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თბილისის 769 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის (7:15 სთ) 320 უბნის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატების შედეგები ასეთია:
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში საქართველოს მასშტაბით, 18:00 საათისთვის ასე გადანაწილდა:
პარტიული რეიტინგები თბილისის მასშტაბით - "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები, 17 საათის მონაცემებით, ასეთია:
დღევანდელ გამარჯვებას მივულოცავ სრულიად საქართველოს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პარტიას დაუჭირა მან მხარი. რადგან „ქართული ოცნების" დღევანდელი გამარჯვებით გაიმარჯვა საქართველომ, მისმა სტაბილურობამ, მშვიდობამ, წინსვლამ და განვითარებამ, - განაცხადა კახა კალაძემ.
ჩვენთვის დიდი პატივია მერვედ გამარჯვება, კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ამ გამარჯვებას. მე ვულოცავ კახა კალაძეს, ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას, ჩვენს პარტიას და ჩვენ ხალხს ვულოცავ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეგზიტოლების გამოცხადების შემდეგ.
"მთავარი არხის" დაკვეთით, Ipsos Global-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.