ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მარნეულის 27-ე და 85-ე საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესს დააკვირდა, სადაც გაესაუბრა მოქალაქეებს, საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს. ელჩმა საქართველოს დემოკრატიული პროცესის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საპოლიციო ღონისძიების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
ჩემს უკრაინელ კოლეგას მადლობას ვუხდი, ვინაიდან, ჩვენ ბოლო პერიოდში ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, ხმის მიცემის შემდეგ.
„ორპოლუსიანობის, სიძულვილის დასრულება, მშვიდობა და სწრაფი განვითარება“ - ეს მთავარი თემებია, რასაც პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე მისცა ხმა.
ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც თავისი არჩევანი მეუღლესთან ერთად დააფიქსირა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. თავდაცვის მინისტრმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად საბურთალოს რაიონის მე-3 საარჩევნო ოლქის მე-5 უბანზე გააკეთა.
ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
„ქართული ოცნების“ ხობის მერობის კანდიდატმა დავით ბუკიამ საკუთარი არჩევანი ხობის №28 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. კანდიდატი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.
დედაქალაქის მერმა და, ასევე, „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის უბანზე შვილთან ერთად მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.