მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს ბრძენ ხალხს, რომელმაც გუშინ მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ „ქართულ ოცნებას“, ჩვენს მმართველ პარტიას გამოუცხადა ნდობა და ნდობის მანდატი დაუმტკიცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქართველოს 3 743 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის (17:00 სთ) 3 742 უბნის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული და მხოლოდ 2 უბნის შედეგებია უცნობი, ასე რომ, არსებითად არაფერი შეიცვლება.
„ბატონო ბიძინა, ნუღა აყოვნებთ. გამოდით და დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხურვალე მხარდამჭერი ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს.
„კალაძე 55%-დან ჩამოვიდა 45%-ზე, თან რამხელა ფული და ადმინისტრაციული რესურსი დაიხარჯა?! მელიას 29% გაიზარდა 34%-მდე! აქ გახარია არაფერ შუაში აღარ არის, საკუთარ თავში უნდა ეძიოს ყველამ წარუმატებლობა და იმედების გაცრუება, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივსტი ლადო სადღობელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და ასკვნის, რომ „ბიძინა ივანიშვილი თუ არ გამოჩნდა, წასულია „ოცნების“ საქმე!
წალეჯიხაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 29 უბნიდან 24 უბანი აქვს დათვლილი და პირველ ადგილს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ხარჩილავა იკავებს. მას 41.02% აქვს მიღებული, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას 37.17%.
არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას რამ გამოიწვია ეს შედეგი, შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს... მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი - 89.79% აქვს მოპოვებული „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩხერის მერობის კანდიდატს, ლევანი ივანაშვილს. საჩხერეში, ამ დროისთვის 58 უბნიდან 55 უბანია დათვლილი.
„განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისში, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ კახი კალაძე საბოლოდ მოიგებს ამ არჩევნებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე არჩევნების შედეგებზე საუბრისას.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 22 107 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 626 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროისთვის (დილის 8:30 საათი) გამოქვეყნებული მონაცემებით, თბილისსა და ყველა თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.