ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 51 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 405 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 843 PCR ტესტით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები - ევროპის სახალხო პარტიისა და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი დეპუტატები - ტომას ზდეჩოვსკი, ვიქტორ ნეგრესკუ და კორინა კრეტუ იმყოფებიან.
დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.
ინტენსიურ თერაპიაში მყოფი პაციენტების მკურნალობაში ქართველ მედიკოსთა დასახმარებლად აშშ-ის მთავრობამ $200,000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს გადასცა.
ბიძინა ივანიშვილის სიტყვები შემთხვევით არ გამიხსენებია, ჩვენი ხელწერა არის ჰუმანურობა და ადამიანების მიმართ პატივისცემით მოპყრობა, მიუხედავად იმისა ისინი იმსახურებენ თუ არა ამ პატივისცემას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ჩვენ, ბუნებრივია, საერთაშორისო საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუმცა არაფერი დაფარული არ არაის, ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა მძიმე დანაშაულებში მიუძღვის ბრალი ბატონ სააკაშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.
არავის დაკავება არ მიხარია და ბუნებრივია, არავის გვიხარია არავის ციხეში გამოკეტვა, მაგრამ სამართალი აღსრულდა, დღეს დავაკავეთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს მოსახლეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.
ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გაავრცელა.
მინდა ვთქვა, რომ მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.