Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 53 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 312 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 435 PCR ტესტით.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახადებს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების ერთადერთი მექანიზმი არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს უკვე ანომალიაა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია და 8000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის, რაც შეუძლია უწყებამ გამოძებნოს.
სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო საავტომობილო გზის ხობის მონაკვეთზე (ქვემო ქვალონის, საგვიჩიოს, ჭალადიდისა და პატარა ფოთის ადმინისტრაციული ერთეულები) გარე განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე; მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმის სტადიონზე დაგეგმილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ისევე როგორც, ყველა სხვა დაშვებული სპორტული ღონისძიება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერთან ერთად მეორე საჯარო სკოლაში მივიდა და ადგილზე გაეცნო იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ადგილობრივი არჩევნების გადავადების რეკომენდაციას ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ გასცემს იმ დაშვებით, რომ უსაფრთხო არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი წესები საკმაოდ კარგი დაცვის საშუალებას იძლევა.
„ფაიზერმა“ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) სრული ავტორიზაცია მიიღო. ამ დრომდე, ფაიზერს სხვა ვაქცინების მსგავსად, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.