„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა. რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მელიას ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დახვდნენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ლერი ბარნაბიშვილს ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა.
უკვე წელზე მეტია, მსოფლიო ებრძვის უხილავ მტერს, კრიზისმა ყველაზე მეტად პატარა ქვეყნები დააზარალა, ჩვენ ყველაზე კარგად მივხვდით, რომ გლობალური კრიზისის დაძლევა მხოლოდ სოლიდარობითა და თანამშრომლობითაა შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა.
გირაოს თანხის ჩარიცხვის შემდეგ, პროკურატურის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან – პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და პირველ ვიცე-პრემიერ არტან გრუბისთან.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 549 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ერეკლეს შვიდი ვაჟი დარჩა, რომელთა შორის უფროსი გიორგი მიეცა პირველი ცოლისგან. საქართველოში სამეფო ტახტი მამიდან შვილზე გადადიოდა თუმცა ამის შესახებ რაიმე დოკუმენტი არ ყოფილა შედგენილი. ტახტი ზოგჯერ ძმებზეც გადასულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.