მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ მომსახურების ლიცენზიის გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანებიდან 27 შემთხვევაში დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი გართულება.
2021 წლის 1-ლი აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების დაარსებიდან 5 წელი გავიდა. იუბილესთან დაკავშირებით სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით, სიმონეთში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე სასროლეთს ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელი მიენიჭა.
პოზნერის მასპინძელი საქართველოში, რუსი მილიარდერის მეუღლე მირანდა მირიანაშვილი [წითლებში], ყოფილ პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პოზნერის დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს და აცხადებს, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე სულ 32 პირი დაჯარიმდა, ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა.
ტელეჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების თბილისში ვიზიტს კრემლი გამოეხმაურა. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩასვლა სახიფათოა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ვლადიმერ პოზნერსა და მის თანმხლებ პირებს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვისთვის საჭირო საშვები ჰქონდათ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ პოსტერების კონკურსს თემაზე: „ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.