რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს, გამოვიდეს იმ ჩიხიდან, სადაც სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა, მათ არ ეყოთ გამბედაობა და გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება უფლებას იტოვებს, აღარ დაკარგოს დრო ოპოზიციის ახირების განხილვაზე და მთლიანად ორიენტირდნენ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ხალხს და ქვეყანას აწუხებს.

სრულად...

დავრწმუნდით, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე. დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას აწუხებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების შეფასებისას.

სრულად...

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის ახალი მინისტრი წარადგინა. იუსტიციის სამინისტროში გოჩა ლორთქიფანიძეს, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, რატი ბრეგაძე შეცვლის.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალ ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი წარადგინა.

სრულად...

ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 499 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 260-ს.

სრულად...

„ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით რუსეთში, გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა - „ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!“ - კავკასიის ამ ქვეყანას, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს, რუსები ისე მოიხსენიებდნენ, როგორც მეორე სამოთხეს. უკვე, ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს, თუკი პატიოსნად და ზნეობრივად იცხოვრებს, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოყოფს თავს, არამედ საქართველოში!“ - ჯონ ერნესტ სტეინბეკი, ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

სრულად...

რუსი სტუმარი ვის არ ჰყოლია?! ალბათ ყველას თუ არა, ძალიან ბევრს მაინც. მეც აღმოვჩენილვარ რესტორანში სუფრებზე, სადაც რუსეთის მოქალაქეები მსხდარან. არც იმით დავინტერესებულვარ, რატომ ჩამოვიდნენ, რას და რატომ საქმიანობენ. რუსებსა და ქართველებს გაუმარჯოსო, ეგეც უთქვამთ და კიდევ მილიონი რამ. 

სრულად...

რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი, სადაც ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები ისხდნენ, უკვე აფრინდა.

სრულად...

აქცია სასტუმრო ვინოტელთან, სადაც პოზნერი და მისი 50-კაციანი დელეგაცია მივიდა. აქტივისტები ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ. მათი თქმით, საქართველოში არ უნდა შემოუშვან ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არ არის. ვიდეომასალას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი