სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი - 8.3 პროცენტია.
12 მარტს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ იგი შეეცდებოდა დახმარებოდა ხელისუფლებას და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ გამოსავალი ეპოვათ ჩიხური სიტუაციიდან, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 947 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 364 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 583 PCR ტესტით.
უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ფოლკლორისტის, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგისა და საზოგადო მოღვაწის ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი: 2001 წელს დაბადებული გ.ჭ., 1998 წელს დაბადებული ო.გ. და 2000 წელს დაბადებული დ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების ბაზებზე ვიზიტებს განაგრძობენ. დეპუტატები ამჯერად წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთარეაბილიტაციის ცენტრს ეწვივნენ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან ერთად ცენტრში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც იმყოფებოდა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს მასპინძლობა სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ვალერი (ბუბა) ლომუაშვილმა გაუწია.
გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ზუსტად 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც ჩვენმა ხალხმა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ჩათვლით, ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, აირჩია ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.