ახლა ყოველგვარი გირაოს შეტანა და გამოშვება არის სრულიად ზედმეტი, უცოდინარების არგუმეტაციაა. ახლა ისევ ახლიდან უნდა შევიდეს პროკურატურა სასამართლოში, თქვას, რომ ნიკა მელიას პატიმრობას ვუცვლით ისევ გირაოთი და მერე თავიდან უნდა წავიდეს მთელი ეს პროცედურა, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა.
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჭოჭუოში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას. ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი - მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლო ბიზნესთან, ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული, პრობიზნესური მთავრობა, ვართ კიდეც და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ - გაფართოებასთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის და ურთიერთთავსებადობის დირექტორს, გენერალ-მაიორ ბენ კაიტის შეხვდა.
გურიის ყოფილი გუბერნატორი გია სალუქვაძე ყოფილი პროკურორისა და გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრობისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ „სააკაშვილის რეჟიმის დროს, ნათია მეზვრიშვილი დამსჯელი პროკურორის როლში, მრავალ პროცესზე გვინახავს“.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით კომენტირებისას თქვა, რომ დაჩქარდება პრივატიზაციის პროცესი, რათა უცხოურმა ინვესტიციებმა ეკონომიკის მდგრადობა განამტკიცოს და ასევე, მეორე ნაბიჯი ტურიზმისთვის მიმოსვლის გახსნა იქნება.
კოვიდ-საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩაერთვებიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ვაქცინაციის ჩატარებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლებენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ონლაინ შეხვედრა გაიმართა რეგიონში არსებული საზაფხულო საძოვრების რაციონალურად განკარგვის თაობაზე.
დღეიდან, ლიბერთი ბანკი ყველასთვის საამაყო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორია. ლიბერთი ბანკსა და საფეხბურთო კლუბს შორის გაფორმებული მემორანდუმი, საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს.
პარლამენტის წევრი ისნის მაჟორიტარული ოლქიდან, კახა კახიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს რეგულაცია, რომლითაც განისაზღვრება, ვინ არის ჟურნალისტი, რადგან ბოლო პერიოდში ისეთი მდგომარეობაა, როდესაც მედიაში გავრცელებულ მცდარი ინფორმაციებზე პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმი არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.