ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე არსებული შემზღუდავი ღონისძიებების აღსრულების გამკაცრებაზე იმსჯელა.

სრულად...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია უარესდება და შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მივიდეთ. იგი მიიჩნევს, რომ რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულია საგამოძიებო ორგანოებიდან აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე შესული 1 297 შუამდგომლობა. განხილული შუამდგომლობებიდან პატიმრობა შეეფარდა 555 პირს, ხოლო გირაო 736 პირს.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 24 289 ბიჭი და 22 231 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 3.7 პროცენტით არის შემცირებული.

სრულად...

4-წლიანი პატიმრობის შემდეგ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

სრულად...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 751 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 361 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 390 PCR ტესტით.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და გადაწყვეტილებით მახათას მთაზე დაწყებული „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად მახათას მთაზე იმყოფებოდა და ქართველი სამხედროებისთვის მიმდინარე ბინათმშენებლობის სამუშაოებს პირადად გაეცნო.

სრულად...

ეჭვიც არ მეპარება ბატონი დანიელსონის კეთილგანწყობაში და სურვილში, კომპრომისი იყოს მიღწეული და ეს კომპრომისი მართლა ქართველი ხალხის გამარჯვება იყოს, მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ ეს გამარჯვება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სასამართლო რეფორმაზე და საარჩევნო კოდექსზე შეთანხმების თემები, - განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

სრულად...

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს წერილით მიმართავს და მიიჩნევს, რომ ამერიკელი დიპლომატისაგნა ქართველი ხალხის გვერდით დგომა იქნებოდა დაუყოვნებლივ და გადაუდებლად უმკაცრესი ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ, რასაც მოჰყვება ახალი დემოკრატიული არჩევნები.

სრულად...

მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ, რომ ხვალ საქართველომ გაიმარჯვოს. თუ შეთანხმება შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი, - განაცხადა ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შეხვედრების გამართვის შემდეგ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი