თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაც აქტიურად ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა.
ავიცრები სავარაუდოდ „ასტრაზენეკათი“ – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 65 წელს და 75 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.
თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ.
გიორგი გახარია 18 თებერვალს პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადომის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩთან, ანდრიუს კალინდრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 49 407.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 0.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 2020 წელს წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2020 წელს 6.9 პროცენტით განისაზღვრა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 85, იმერეთში – 22, გურიაში – 11, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.