საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდა.
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ის განხილვის ეტაპზეა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას მხარი დაუჭირა.მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებს პარლამენტში მესამე მოსმენით უყარეს კენჭი. გადაწყვეტილებას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ამ მხრივ საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის ახალი, პრინციპულად განსხვავებული ეტაპი დაიწყო.
რა გახდა ლევან მამალაძის შეწყალება?! რა გახდა, რა გააკეთა იმ კაცმა, რა ოქროს ზოდები წაიღო, სად არის ეს ოქროს ზოდები? თუ რამე მას მოპარული ჰქონდა ან რაღაც, ამ 19 წლის განმავლობაში ხომ გამოჩნდებოდა? – განაცხადა პარტია „ევროპელი სოციალისტების" დამფუძნებელმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და აღნიშნა, რომ მამალაძე თითქმის 19 წელია, საქართველოში არ ყოფილა და ეს უკვე დასჯაა.
ძალიან კარგად მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც აცრის ეშინია. ბუნებრივი შიშია ეს, ირაციონალური, მაგრამ ბუნებრივი. ბევრი ობიექტური საფუძველიც აქვს ამ შიშს, მაგრამ უფრო მეტი სუბიექტური. ქვეცნობიერად გაბრაზებული და გაღიზიანებული ვართ ერთმანეთზე, ამ საძაგელ ვირუსზე, მკვეთრად შეცვლილ ცხოვრებისეულ რუტინაზე, მთელ მსოფლიოზე, პოლიტიკოსებზე, ექიმებზე და საკუთარ თავზეც.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრაციის შედეგად შეირჩნენ, დღეს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე შეიკრიბნენ, სადაც მათ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლამდე შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდათ.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ მთისძირში მცხოვრებ ფერმერ ქალბატონს, ქეთევან თომეიშვილს შეხვდა, მისი მეურნეობა დაათვალიერა და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას დაპირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.