გაოგნებული ვარ... არ მეგონა, რომ სსრკ-ს დაშლიდან 30 წლის შემდეგაც, ქართველების არცთუ მცირე ნაწილს (თითქოს, "წიგნიერს") მტერ-მოყვარის გარჩევა გაუჭირდებოდა! ეტყობა, ჩვენს ქვეცნობიერში ღრმადაა ჩამჯდარი: სპარსელების, არაბების, თურქების, მონღოლების, რუსების ჩვენზე ბატონობის, - მათ "ქვეშ ყოფნის" კვალი...
ვწუხვარ, რომ ევროპული პარლამენტი ვერ მონაწილეობდა არჩევნების დაკვირვების პროცესში, მაგრამ მე ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებასა და დასკვნას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. წერტილი, – განაცხადა ევროდეპუტატმა, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარინა კალიურანდმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზა წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
საპატრულო პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის გუშინდელი განცხადებისა და ასოცირების საბჭოს შეხვედრების შემდეგ, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში გარკვეული პოლარიზაცია მოხდა და „ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ დაინახა, რომ საპარლამენტო მოღვაწეობას ალტერნატივა არ აქვს“.
სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე გავრცელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და ახალი სამარშრუტო ქსელის განვითარებას, 2023 წლისთვის იქნება დასრულებული.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.