პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე მწვანე ეკონომიკაზე ისაუბრა. ბახტაძის თქმით, საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ მწვანე ეკონომიკაში გახდეს მოწინავე ქვეყანა, რადგან საქართველოს დიდი პლუსი სწორედ ბუნებაა. პერმიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა ბოლო წლებში იყო დანაშაული.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პოლიტიკაში დაბრუნებული და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ არჩეული ბიძინა ივანიშვილი მედიასთან გამოჩნდება და სამშაბათს, 24 ივლისს, „პირველი არხის“ სტუმარი იქნება.
სირიაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ანატოლი ბიბილოვსა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შორის შეხვედრა გაიმართა.
„ჩვენთვის მთავარია არა სახელები და გვარები, არამედ ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არავის არ შეეფარდოს სასჯელი უსამართლოდ, სწორად გადაწყდეს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები და ამ კუთხით, ჩვენ სტატისტიკაში გვაქვს რადიკალური გაუმჯობესება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე კომენტირებისას.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს თუ ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“. ნათელაშვილი ასევე აღნიშნავს რომ კანდიდატად შეიძლება თავად ივანიშვილიც მოგვევლინოს.
„ერთიანი ნაციონალური მძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პირველ რიგში იფიქრებს თავის ფინანსურ უსაფრთხოებაზე, რადაგან მათ სახელმწიფო ფეხებზე კიდიათ და ეს 6 წლის მანძილზე უკვე დაადასტურეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები კვირის ბოლომდე გაიმართება. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ „ქრონიკის“ ეთერში შეაფასა დღევანდელი საგამოძიებო კომისიის სხდომა. კახიძის თქმით, 2017 წლის დეკემბერში გამოძიებისთვის უკვე ცნობილი იყო, მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა დავით სარალიძის მკვლელობაში, თუმცა მიხეილ კალანდია არ დააკავეს.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია იმ დეტალებზე საუბრობს, რაც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან იძულებით გადადგომის მიზეზი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.