ნიდერლანდების სამეფო ალიანსის სამეზობლოს, მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება. ეს გადაწყვეტილება ნატო-ს სამიტზე გაჟღერდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია USAID-ის დირექტორის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბროკ ბირმანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტში მონაწილეობს.
ბელგიის სამეფოს ვიცე პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარების შედეგად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს, განაცხადა დიდიე რეინდერსმა დღეს, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას.
დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, თავის ინტერვიუში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ციტატა: „ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს.
„ქართული ოცნების" წევრი გედევან ფოფხაძე, რომელმაც პარტია დავით ჭიჭინაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა, „ქართულ ოცნებას" ბოდიშს უხდის.
„არავის არ უნდა გაუჩნდეს იმის თუნდაც მცირედი ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის ეშინია“, აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი და განაგრრძობს: „პირიქით, მე მიმაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენი საპარლამენტო ოპოზიცია არა არგუმენტებით, არამედ ძირითადად ტყუილზე დაფუძნებული შავი პიარით ცდილობს პოლიტიკურ პაექრობას - ამ ფონზე ჩვენთვის, გუნდის შიგნით კონკრეტულ საკითხებზე განსხვავებული აზრი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“.
აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა, განათლების სფეროს გაძლიერება, ბუნებრივი რესურსების მართვა და მწვანე ინდუსტრიები - ამ და სხვა პრიორირიტეტებზე გაამახვილა ყურადღება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„დავით ჭიჭინაძეს აქ ჰქონდა არანაირი პრობლემა თავისი აზრის დაფიქსირების როგორც უმრავლესობაში, ისე პარტიაში“, განაცხადა ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, გიგა ბუკიამ, რომლის თქმითაც, ჭიჭინაძემ თანაგუნდელებთან სასაუბროდ არასწორი ფორმა აარჩია, არადა, აუცილებელია პარტიული დისციპლინის დაცვა.
გიგი უგულავამ კითხვაზე - ნარმანია თუ კალაძე? თათია შარანგიას საავტორო გადაცემა „სთორიში“ კალაძე არჩია. უგულავას თქმით, კალაძე ნარმანიასთან შედარებით არაკომპეტენტურია, თუმცა როგორც „ცენტრალური თბილისის მერი“ ხალხისთვის კონკრეტულ რაღაცებს აკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.